19 აპრილი 2024,   07:47
ვრცლად
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძმისშვილმა ბიძა მოკლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძმისშვილმა ბიძა მოკლა. შემთხვევა სოფელ ზემო მსხალგორში, ცოტახნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც შუახნის მამაკაცს ძმისშვილმა სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა. რა გახდა მკვლელობის მიზეზი უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები