19 აპრილი 2024,   21:42
ვრცლად
უმუშევრად დარჩენილებს საქართველოს მთავრობა თვეში 150 ლარს გადაუხდის - საერთაშორისო სავალუტო ფონდი

საქართველოში იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსისგან შექმნილი ვითარების გამო სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში მთავრობა ყოველთვიურად 150 ლარი გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდი ავრცელებს.

სავალუტო ფონდის ვებგვერდზე წერია, რომ უმუშევრად დარჩენილების დახმარების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან შეაგროვეს.

"კურიერი" საქართველოს მთავრობის პრესამსახურს დაუკავშირდა, სადაც ამბობენ, რომ ამ თემაზე განცხადება ხვალ გაკეთდება.

სავალუტო ფონდის ვებგვერდზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი.

“საქართველოს მთავრობა ასევე სუბსიდირებას გაუწევს 9 ძირითადი პროდუქტის იმპორტს (ფქვილი, ხორბალი, მაკარონი, ბრინჯი, ზეთი, შაქარი, რძის ფხვნილი, ლობიო, წიწიბურა). გარდა ამისა, შექმნის აღნიშნული სურსათის მარაგს, რომლის ღირებულებაც 50 მილიონი ლარი იქნება" - ნათქვამია ფონდის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები