25 აპრილი 2024,   08:42
ვრცლად
21 საათზე ქვეყნის 4 დიდი ქალაქი ჩაიკეტება - ვის არ ეხება შეზღუდვა და როგორია ახალი რეგულაციები

დაახლოებით 3 საათში ქვეყნის 4 დიდი ქალაქი ჩაიკეტება. თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 21 საათიდან აიკრძალება, თუმცა იქნება გამონაკლისები. შეზღუდვა არ ეხებათ მოქალაქეებს, რომლებიც ამ მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული, მაგრამ ისინი შესვლის შემდეგ, 10 დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტებს ვერ დატოვებენ.

დეტალები იმის შესახებ, თუ ვის არ ეხება შეზღუდვა და როგორია ახალი რეგულაციები, ასეთია: 

- მუნიციპალიტეტებიდან გასვლა არ ეკრძალებათ სხვა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს. 

- მუნიციპალიტეტებში შესვლა არ ეკრძალებათ ამავე მუნიციპალიტეტებში რეგისტრირებულ პირებს.

- სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას. 

- საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს. 

- საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე გადაადგილებას.

- ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გადაყვანას.

- ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონებისა და სხვა ფასეულობათა ინკასირებას.

- ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის წარმოების გადაცემის განაწილება - მიწოდების, ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდების მიზნით გადაადგილებას.

- სამომსახურეო სარკინიგზო მიმოსვლის მიზნით გადაადგილებას.

- მედია საშუალებების წარმომადგენელთა, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას.

- სარიტუალო მომსახურების გაწევის მიზნით გადაადგილებას, მიცვალებულის გადასვენება-დაკრძალვას.

- საერთაშორისო ორგანიზაციების ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადაადგილებას.

- დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას.

- საჯარო დაწესებულებებისა და ამ დადგენილებით დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ, ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში მყოფ პირებს, ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა გადაადგილებაც კონკრეტულად აუცილებელია საგანგებო მდგომარეობის დროს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად.

დღის ამბები