25 აპრილი 2024,   07:36
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი დაემატა.

საშუალო ასაკის მამაკაცი კლინიკაში ცოტახნის წინ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. პაციენტი ფარცხანაყანებიდანაა.

ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებს სწავლობენ. ჰქონდა თუ არა პაციენტს კონტაქტი ფარცხანაყანებში ადრე ინფიცირებულ პირებთან, ჯერჯერობით უცნობია.

ამ დროისთვის ქუთაისი ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 24 პაციენტია მოთავსებული.

დღის ამბები