20 აპრილი 2024,   11:55
ვრცლად
კორონავირუსისგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, COVID 19-სგან კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა 12 პაციენტს, რომელთაგანაც 2-ის გამოჯანმრთელება დღეს დადასტურდა, ხოლო რამდენიმეს პასუხი უკვე ხვალ იქნება ცნობილი.

ქვეყანაში ​კორონავირუსისგან სულ 71 ადამიანი განიკურნა.

დღის ამბები