23 აპრილი 2024,   21:59
ვრცლად
განსაკუთრებით მძიმე პაციენტების მდგომარეობა დასტაბილურდა, თუმცა ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. 

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, იმ 2 პაციენტის შემთხვევაში, სადაც ვითარება განსაკუთრებით კრიტიკული იყო, დაავადება აღარ პროგრესირებს.

მისი თქმით, მიუხედავად სტაბილიზაციისა, სიტუაციის პროგნოზირება მაინც შეუძლებელია და ისინი პრობლემურ პაციენტებად რჩებიან.

მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული მოზარდების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათთან დაავადების პროგრესირება არ ხდება.

როგორც მარინა ეზუგბაია ამბობს, სულ 12 პაციენტის ნიმუშია გადაგზავნილი ტეტსტირებაზე, მათგან ზოგი პირველადია, ზოგი კი განმეორებითი.

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტი რჩება. 

 

 

დღის ამბები