18 აპრილი 2024,   22:14
ვრცლად
COVID-19-ის პირველი შემთხვევა ფოთში - საქართველოს რეგიონებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები იზრდება

ფოთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებულია 72 წლის მამაკაცი, რომელიც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მუშაობდა. პაციენტი ბათუმის "მედალფას" კლინიკაშია მოთავსებული, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

კარანტინში იმყოფებიან ინფიცირებული ექიმის ოჯახის წევრები. მათი ანალიზები ლუგარში იყო გაგზავნილი, თუმცა არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ახლა მიმდინარეობს მეზობლების თერმოსკრინინგი და ინფიცირებულის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიის დეზინფექცია.

ე.წ. ქობულეთის კლასტერს, დღეს კიდევ 4 დადასტურებული შემთხვევა დაემატა. ინფიცირებულთა შორის არის დედა-შვილი. 10 წლის ბავშვი დედასთან ერთად ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის აჭარაში COVID-19-ის 29 შემთხვევაა დადასტურებული.

მუნიციპალიტეტის ოთხივე სოფელში: გვარაშილეღვაშიხუცუბანსა და წყავროკაში, ასევე ქობულეთშიც ეპიდემიოლოგებმა 5,500-ზე მეტი ადამიანი შეამოწმეს. მათ შორის საყურადღებო სიმპტომები 21-ს დაუფიქსირდა და ისინი მედიკოსების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

COVID-19-ის ნიშნებით სასწრაფოს მედდა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს. პაციენტს მთელი ღამის განმავლობაში კვლევები უტარდებოდა, მისი ბიოლოგიური ნიმუში ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და პასუხი გვიან ღამით გახდება ცნობილი.

სასწრაფოს მედდის გარდა, რეგიონში ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 4 პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან, რომლებიც სენაკის ცხელების ცენტრში არიან მოთავსებული.

წყალტუბოს ერთ-ერთი საკარანტინო სივრცე შესაძლოა, ვირუსის გავრცელების ახალი კერა გახდეს. როგორც ირკვევა იზოლაციაში მყოფმა პირმა წესები დაარღვია და მას შეხება ჰქონდა ამავე სასტუმროში მყოფ 10 სხვა პირთან. მოგვიანებით მას COVID-19 დაუდასტურდა. წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში დაინფიცირებული პირი, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. წყალტუბოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი კი განმარტავს, რომ  უსაფრთხოების ზომების დარღვევის გამო საკარანტინო ზონა დასახურია.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, სადაც საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. COVID-19-ზე დღეს აღებული 12 ნიმუშიდან ყველა უარყოფითია. შესაბამისად, დამატებითი აკრძალვის ღონისძიებები ადგილზე, სავარაუდოდ, აღარ გატარდება.

რაც შეეხება ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურს, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, აქ ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. სოფელში შესვლა და გასვლა მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამო აკრძალულია. რეჟიმის აღსრულებას ადგილზე საპოლიციო ძალები უზრუნველყოფენ.

კორონავირუსის გავრცელების მასშტაბის პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი სავანეთი ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დადასტურებული 20 შემთხვევიდან ორისოფელ სავანეთის მაცხოვრებლებს გამოუვლინდათ და ამ დროისთვის პირველადი ინფექციის წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა.

დღის ამბები