19 აპრილი 2024,   08:29
ვრცლად
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მრევლს აღდგომას სახლში დარჩენისკენ და სახლში ლოცვისკენ მოუწოდებს

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანი მრევლს აღდგომას სახლში დარჩენისკენ და სახლში ლოცვისკენ მოუწოდებს. უკრაინაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საგანგებო ზომებია მიღებული.

ტაძრებში ყოფნის უფლება არ ექნება 10-ზე მეტ პირს. ეკლესიებში დაიშვებიან მხოლოდ მღვდლები და ის პირები, რომლებიც პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფენ. მომლოცველები კი ეკლესიებში შესვლას მსახურების დასრულების შემდეგ, მხოლოდ სათითაოდ, დიდ ტაძრებში კი, ორ-ორად შეძლებენ. უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულია 5 ათასამდე ადამიანი.

"ჩვენ ვთხოვეთ მორწმუნეებს აღდგომა სახლში აღნიშნონ და ჩვენ შევძლებთ ვიხაროთ დღესასწაულით ისე, რომ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ. ერთად ვილოცებთ ონლაინ,"- აცხადებს კიევის და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე.

დღის ამბები