16 აპრილი 2024,   17:51
ვრცლად
ირანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 89 ადამიანი გარდაიცვალა

ირანში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 89 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში თითქმის ერთი კვირაა გარდაცვლილთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს. კლების დინამიკაა შენარჩუნებული ინფიცირების რაოდენობითაც.

საერთო ჯამში ირანში კორონავირუსის 80 ათასმდე შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 4,958 ადამიანი ემსხვერპლა.

"ახლა მთავრია საჯარო სივრცეების დეზინფექცია, ეს ვირუსი ძალიან სწარაფად ვრცელდება და ზიანს აყენებს, როგორც მთელს მსოფლიოს, ასევე ჩვენს ქვეყანას," - აცხადებს ირანის ერთ-ერთი მოქალაქე.

დღის ამბები