25 აპრილი 2024,   00:09
ვრცლად
კომპანია "კარფურის" 2 ჰიპერმარკეტი 22 აპრილამდე მუშაობას აჩერებს - განცხადებას კომპანია ავრცელებს

კომპანია "კარფურს" ახალი შეზღუდვების ფონზე, სამუშაო გრაფიკში ცვლილებები შეაქვს. კომპანიამ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. 

"კომპანია "კარფურის" ორი ჰიპერმარკეტი - "თბილისი მოლსა" და "ისთ ფოინთში"  ოპერირებას 22 აპრილამდე აჩერებს.

"მოგეხსენებათ, აღნიშნულ ჰიპერმარკეტებამდე მომხმარებელი ძირითადად გადაადგილდებოდა ავტოსატრანსპორტო საშუალებით, რისი უფლებაც დროებით შეზღუდულია.

ჰიპერმარკეტები მუშაობას 22 აპრილიდან განაახლებენ, ხოლო "კარფურის" ყველა დანარჩენი ფილიალი აგრძელებს ოპერირებას ჩვეულ რეჟიმში.

აქვე გვინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადოთ "კარფურის" თავდადებულ გუნდს, რომლის თითოეული წევრი თავდაუზოგავად უდგას გვერდით არა მარტო კომპანიას, არამედ მთელს ქვეყანას.

ასევე, მადლობა ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, მოთმინებისა და ჩვენდამი გამოხატული ნდობისთვის.

თითოეული თქვენგანი ჩვენთვის ძვირფასია," - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. 

დღის ამბები