24 აპრილი 2024,   23:39
ვრცლად
კორონავირუსით დაზარალებული ფერმერების დასახმარებლად ამერიკამ ბიუჯეტიდან 19 მილიარდი დოლარი გამოყო

კორონავირუსით დაზარალებული ფერმერების დასახმარებლად ამერიკამ ბიუჯეტიდან 19 მილიარდი დოლარი გამოყო. ამის შესახებ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადა.

მისი თქმით, გამოყოფილი თანხის ნაწილი ფერმერებს პირდაპირ დაურიგდებათ, დანარჩენი კი იმ ჯგუფებისთვის საკვების შეძენას მოხმარდება, რომლებსაც შიმშილობა ემუქრებათ.

ბოლო მონაცემებით აშშ-ში კორონავირუსის 710 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსს სულ მცირე 37 000 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები