25 აპრილი 2024,   21:23
ვრცლად
ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში დიდი ხალხმრავლობაა

ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში ხალხმრავლობაა. ტერიტორიაზე მოწყობილია დასაჯდომი სივრცე, სადაც მრევლი მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.

დღეს ვაკის ტაძარში სასულიერო პირებმა ღვთისმსახურების წესი შეცვალეს. თუ ტრადიციულად ლიტონიობისას გარდამოხსნას ტაძრის ირგვლივ ხალხის თანხლებით შემოატარებდნენ, დღეს ამ რიტუალს მხოლოდ სასულიერო პირები შეასრულებენ.

"ტაძარში დისტანცია სამ მეტრზე მეტია, გარეთ ეზოს პერიმეტრზე ჩვენ გვაქვს მეტრ-ნახევარი დაშორება, ასევე გვაქვს შენობა, სადაც ადამიანები არიან გადანაწილებულები. როგორ შეიძლება აქედან რამე გავრცელდეს, როდესაც ჩვენ ყველანაირი დისტანცია გვაქვს დაცული. ქრისტე, რომელმაც მკვდრები აღადგინა, ჩვენ ამ ქრისტეზე ვსაუბრობთ. რას ნიშნავს ერთი კოვზით ზიარება, უკვე 60 დღეა კარანტინია და ამ პერიოდში ჩვენ ერთი კოვზით ვაზიარებდით მრევლს. კოვზს, ყველას რომ ვაზიარებთ შემდეგ მე ვწმინდავ,"- აცხადებს დეკანოზი, ფერიცვალების ეკლესიის წინამძღვარი, მამა შალვა (კეკელია).

ტაძარში მისული მრევლი აცხადებს, რომ წესებს ყველანაირად იცავს და დილის 6 საათამდე ტაძარში სიამოვნებით დარჩება. 

დღის ამბები