18 აპრილი 2024,   19:29
ვრცლად
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რა შედეგი მოიტანა დღევანდელმა შეკრებამ, ცხადი გახდება 2 კვირის შემდეგ

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა "კურიერის" სპეციალურ გამოშვებაში ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა და იმ მოსალოდნელ საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც რეკომენდაციების შეუსრულებლობამ შეიძლება მოუტანოს ქვეყანას. თენგიზ ცერცვაძე დღეს სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით ეკლესიებში მრევლის ნაწილის შეკრებასაც გამოეხმაურა:

"ამას გვიჩვენებს ის თუ რა მასშტაბები იყო დღეს, რა რაოდენობის ხალხი იყო რამდენ ეკლესიაში შეკრებილი, ამის მიხედვით გადაწყდება, თუ რა რეალობაში გავიღვიძებთ, ვფიქრობ მრევლის თავშეყრის მასშტაბები სერიოზულად უფრო მცირე იქნება, ვიდრე იმ შემთხვევვაში, თუ არ გაკეთდებოდა ასე დაბეჯითებით მოწოდებები", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ ურჩევდა ის დღეს ეკლესიაში მისულ ადამიანებს, რომ ამის შემდეგ თვითიზოლაციის წესები დაეცვათ, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ამ პირებმა არ გაითვალისწინეს მოწოდებები მთავრობის, ექიმების და არ ჰგონია, რომ მის რეკომენდაციას გაითვალისწინებენ, თუმცა როგორც ცერცვაძე აცხადებს, თვითიზოლაციის რეჟიმის დაცვა მოსალოდნელ საფრთხეს გაანეიტრალებდა.

"კადრებზე ვხედავ, რომ არის მცდელობა სოციალური დისტანციის დაცვის, მაინც მგონია რომ ყველაფერი მშვიდობიანად იქნება," - აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით,  რა შედეგი მოიტანა ამ შეკრებამ, ცხადი გახდება 2 კვირის შემდეგ ამასთან გასავლელია კიდევ ერთი ეტაპი, რაც სასაფლაოებზე გასვლისგან თავის შეკავებას გულისხმობს.

 

 

 

დღის ამბები