25 აპრილი 2024,   14:35
ვრცლად
პაციენტის გადარჩენა შეუძლებელი იყო - თენგიზ ცერცვაძე ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილზე

კორონავირუსის გამო საქართველოში მე-4 ადამიანის გარდაცვალებას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორი "კურიერის" სპეციალური გამოშვების ეთერში გამოეხმაურა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, მას აღნიშნული პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა:

"ვიცი ეს პაციენტი, მისი გადარჩენა იყო შეუძლებელი, მას კორონავირუსი რომც არ დამართნოდა, ის ისედაც იქნებოდა ძალიან მძიმე და თითქმის უიმედო, იმდენად მძიმე დაავადებები ჰქონდა. ერთი თვის წინ ჩაუტარდა მძიმე ოპერაცია, აღენიშნებოდა აბსცესები სხეულზე, ყველაფერ ამას დაემატა კორონავირუსი. ჩვენ ექიმები ვართ, სასწაულმოქმედები არ ვართ," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ, მისი თქმით, ბათუმის კლინიკა ძალიან კარგად არის გამართული და მათ მსგავსი სიმძიმის არაერთი პაციენტი გადაარჩინეს.

კორონავირუსმა საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. 70 წელზე მეტი ასაკის პაციენტი ბათუმში, "მედალფაში" გარდაიცვალა. ინფიცირებულს კორონავირუსის გარდა აღენიშნებოდა სხვა თანმხლები დაავადებები, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა. ის ქობულეთის კლასტერს წარმოადგენდა.

დღის ამბები