25 აპრილი 2024,   12:33
ვრცლად
თურქეთის მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ტურისტები მაისის ბოლოდან მიიღოს

თურქეთში პოზიტიური მოლოდინები აქვთ, სადაც მთავრობა არ გამორიცხავს, რომ ტურისტები მაისის ბოლოდან მიიღოს – ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ტურიზმისა და კულტურის მინისტრმა გააკეთა. 

დღეს არსებული მონაცემებით, თურქეთში COVID-19-ით გარდაცვლილია 1,800-ზე მეტი ადამიანი. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი, 82,000-ს აჭარბებს.

"მაისის ბოლოს კორონავირუსის გავრცელების კუთხით სიტუაცია სავარაუდოდ გაუმჯობესდება და ტურისტული სეზონის გახსნა შესაძლებელი გახდება. მთავრობის მიერ დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეგულაციები დარწმუნებული ვართ, შედეგს გამოიღებს," - აცხადებს თურქეთის ტურიზმისა და კულტურის მინისტრი მეჰმეთ ერსოი.

დღის ამბები