20 აპრილი 2024,   18:25
ვრცლად
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარ მოქალაქეებს აღდგომის კვირის სახლში გატარებისკენ მოუწოდა

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარ მოქალაქეებს აღდგომის კვირის სახლში გატარებისკენ მოუწოდა. კირიაკოს მიტსოტაკისის განცხადებით, იმისათვის, რომ საბერძნეთმა თავი დააღწიოს მსოფლიო პანდემიას, ერთადერთი გზა იზოლაციაა.

ამ დროისთვის ქვეყანაში იზოლაციის წესები მკაცრად კონტროლდება, მკაცრია სანქციებიც. საბერძნეთში ინფიცირების 2,235 შემთხვევა ფიქსირდება, ლეტალურად დასრულდა - 110.

"ჩემო თანამემამულეებო, მესმის, რომ რელიგიურად დატვირთული კვირაა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ მსოფლიო პანდემიის ქარცეცხლში ვართ გახვეული. უნდა მოვახერხოთ იზოლაციაში ყოფნა და აღდგომის კვირა დანაკარგის გარეშე დავასრულოთ.

ვგლოვობთ დაკარგულ თანამოქალაქეებს, თუმცა ნუ დავუკარგავთ ჯანდაცვის მუშაკებს იმ ღვაწლს, რომელსაც ისინი ინფიცირებულების დასახმარებლად იღებენ," - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიტსოტაკისმა.

დღის ამბები