20 აპრილი 2024,   10:54
ვრცლად
ქართველმა ბიზნესმენმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისათვის 25,5 მილიონი გირვანქა გადარიცხა - express.co.uk

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ოჯახთან ერთად, კორონავირუსთან საბრძოლველად, მთავრობის მიერ შექმნილ ფონდში StopCov- 100 მლნ ლარი გადარიცხა, რაც დაახლოებით, 25.5 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

საჩუქარი, რომელიც ყველაზე დიდი პირადი კონტრიბუციაა ჯანდაცვის სფეროსთვის საქართველოს ისტორიაში, მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა იქნება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ - ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა express.co.uk წერს.

იმავე სტატიის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყანას ახლა ორ ფრონტზე უწევს ბრძოლა - ჯანდაცვისთვის და ეკონომიკისთვის, ფონდში მობილიზებული თანხა სწორედ ამ მიმართულებებს მოხმარდება.

როგორც გახარია აღნიშნავს, "ქართუ ბანკი" და ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში მილიარდობით ლარს რიცხავდა ქვეყნის საჭიროებებისთვის.

"ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, ფონდ "ქართუს" მეშვეობით, სხვადასხვა სფეროსთვის 3 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა გაიღო - მათ შორის, თეატრების შენობების რესტავრაციისთვის, სპორტული ცენტრების ასაშენებლად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენისთვის, ეს საჩუქარი, საქართველოს ისტორიაში ჯანდაცვასთან დაკავშირებული უმსხვილესი კერძო ერთეული კონტრიბუცია, უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობისა და მისი ძალისხმევის მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას კორონავირუსის მრუდის გასწორებაში" - აღნიშნულია ბრიტანულ გამოცემა express.co.uk-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

დღის ამბები