16 აპრილი 2024,   09:26
ვრცლად
დაკეტილი სასაფლაოები - ტერიტორიებს პოლიციელები და ჯარისკაცები აკონტროლებდნენ

აკრძალვის მიუხედავად, სასაფლაოს შიდა ტერიტორიაზე შესვლა ზოგიერთმა მოქალაქემ დღეს მაინც მოახერხა, თუმცა უმეტესობა საპატრულო ეკიპაჟებმა სახლში გააბრუნეს.

შეზღუდვა არ შეხებია დაკრძალვის პროცესს. მაქსიმალური კონტროლისთვის, ზოგიერთ შემთხვევაში საპატრულო პოლიციამ დღეს სასაფლაოსთან მისასვლელი საავტომობილო გზებიც გადაკეტა, ასე მოხდა უნივერსიტეტის ქუჩაზეც. გადაადგილების უფლებას მხოლოდ მიტანის სერვისის თანამშრომლებს და იმ მოქალაქეებს აძლევდნენ, რომლებიც ახლომდებარე კორპუსებში ცხოვრობენ.

"კურიერმა" დარღვევის რამდენიმე ფაქტი დააფიქსირა ზუგდიდში, სადაც ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მოქალაქეები შეზღუდვებს იცავენ, თუმცა იყო გამონაკლისიც.

ხელისუფლების ინფორმაციით, დარღვევები არ დაფიქსირებულა საქართველოს სხვა რეგიონებში. ქვეყნის მასშტაბით 54 მუნიციპალურ სასაფლაოზე ვითარებას პოლიციელები და ჯარისკაცები აკონტროლებდნენ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პოლიციას დარღვევისთვის არავინ დაუჯარიმებია, უფრო ზუსტ ინფორმაცია კი შსს ხვალ გამოაქვეყნებს. 

დღის ამბები