24 აპრილი 2024,   12:08
ვრცლად
ფოთის ცხელების ცენტრში მოთავსებული პაციენტებიდან 11-ს, რომელთა შორის 3 ლის ბავშვიც არის, COVID-19 არ დაუდასტურდა 

ფოთის ცხელების ცენტრის ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული 13 პაციენტიდან 11-ის ბიოლოგიურ ანალიზებში, ლუგარის ლაბორატორიის დასკვნით, COVID-19-ით ინფიცირება არ დადასტურდა. პაციენტებს შორის ერთი 3 წლის გოგონაცაა.
 
"დღეს გაგზავნილი ბიოლოგიური მასალის ანალიზის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. რაც შეეხება ცხელების ცენტრში მოგვიანებით შეყვანილ პაციენტებს, მათი ბიოლოგიური მასალა, სავარაუდოდ, ხვალ გაიგზავნება,"- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნანა მხეიძემ.

დღის ამბები