20 აპრილი 2024,   18:27
ვრცლად
როგორ მივიღოთ გადაუდებელი თუ გეგმიური სამედიცინო მომსახურება - ჯანდაცვის სამინისტროს ინსტრუქცია

ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინსტრუქცია, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედოს პაციენტმა ან მისმა თანმხლებმა, გადაუდებელი თუ გეგმიური სამედიცინო სერვისების მისაღებად.

ინსტრუქციის მიხედვით, კლინიკამ პაციენტზე უნდა გასცეს კლინიკის ბლანკზე, ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული ცნობა​, რომელიც უნდა შეიცავდეს პაციენტის, საჭიროების შემთხვევაში მძღოლისა და თანმხლები პირის პირად მონაცემებს, და, ასევე, გადასაადგილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემებს.

"პაციენტის ან მისი თანმხლები პირის საცხოვრებელი მისამართიდან კლინიკაში გადაადგილების ინსტრუქცია კლინიკაში გეგმიური სამედიცინო მომსახურების მისაღებად: (დიალიზი, ქიმიო/ჰორმონოთერაპია, მშობიარობა და ა.შ) კლინიკა პაციენტზე გასცემს კლინიკის ბლანკზე, ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებულ ცნობას, რომელიც მოიცავს შემდეგ მონაცემებს:

პაციენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;

ვიზიტის დრო და თარიღი;

გადასაადგილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი), საჭიროების შემთხვევაში მძღოლის და თანმხლები პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი),"- წერია ინსტრუქციაში.

ასევე, ინსტრუქციის მიხედვით უნდა იმოქმედოს პაციენტებმა და თანხმლებმა პირებმა პაციენტის გაწერისას. 

"კლინიკიდან პაციენტის გაწერისას: კლინიკა პაციენტზე გასცემს ფორმა N IV-100/ა;
ამავდროულად, იწერება ცნობა კლინიკის ბლანკზე, ბეჭდით დამოწმებული და ხელმძღვანელის ხელმოწერით, რომ ეს პაციენტი გაეწერება კლინიკიდან (დროის მითითებით), მის საცხოვრებელ მისამართზე (მისამართის მითითებით).
გადასაადგილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი);

საჭიროების შემთხვევაში მძღოლის და თანმხლები პირის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი);

ეს ცნობა უნდა გადაეგზავნოს (დასკანერებული ვერსია ელ. ფოსტაზე) იმ პირს, რომელიც განახორციელებს გაწერილი პაციენტის ტრანსპორტირებას. ამ პირმა ცნობა ამობეჭდილი/მატერიალური ან ელექტრონული სახით (ტელეფონზე) უნდა იქონიოს თან, ამავდროულად პაციენტს თან უნდა ჰქონდეს ფორმა N IV-100/ა, რომელსაც დასტურად წარუდგენს პოლიციას.

მწოლიარე პაციენტების ოჯახის მიერ საკვებით ან პირადი ნივთებით უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში: კლინიკა საკუთარ ბლანკზე,ბეჭდით და ხელმძღვანელის ხელმოწერით დამოწმებულ ცნობას გასცემს, რომელიც მოიცავს შემდეგ მონაცემს:
გადაადგილების მიზნობრიობა (გადააქვს საკვები/პირადი ნივთები კონკრეტული პაციენტისთვის);
გადაადგილებოის ტრაექტორია საცხოვრებელი მისამართი და კლინიკის მისამართი; გადაადგილების დრო და თარიღი; პაციენტის ახლობელი/ნათესავი პირის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი);

გადასაადგილებელი ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი და სახელმწიფო ნომერი);

საჭიროების შემთხვევაში მძღოლის მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი).
აღნიშნული ცნობა ეგზავნება საკვების/პირადი ნივთების გადამტან პირს ელ. ფოსტის მისამართზე, რომელიც ბეჭდავს ამ ცნობას და ხელთ აქვს მატერიალურად, ან წარუდგენს პოლიციას ტელეფონით ელექტრონულ ფორმატში. კლინიკაში საკვების/პირადი ნივთების მიტანის შემდეგ, კლინიკა საკვების გადამტან პირს წერილობით და ბეჭდით უდასტურებს, რომ ამა და ამ დროს მიიღო საკვები პროდუქტი. თუ გადამტან პირს არ აქვს ამობეჭდილი ცნობა და მხოლოდ ელექტრონული ვერსია აქვს ტელეფონზე, კლინიკა უბეჭდავს ამავე ცნობას და უდასტურებს ამ ცნობაზევე მინაწერით და ბეჭდის დარტყმით, ან გასცემს ახალ ბეჭდით დადასტურებულ, ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ ცნობას, რომ ამ პირმა ამა და ამ დროს ნამდვილად მიიტნა საკვები/პირადი ნივთები,"- ნათქვამია ინსტრუქციაში.

დღის ამბები