20 აპრილი 2024,   03:58
ვრცლად
მორიგი დაინფიცირებული ბოლნისის კლასტერიდან - სასწრაფო დახმარების თანამშრომელი მკურნალობას ბოჭორიშვილის კლინიკაში გადის

საქართველოში დღეს კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - მათგან ერთ-ერთი ბოლნისის კლასტერის წევრი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელია. ინფიცირებული ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.

"ის სასწრაფო დახმარების თანამშრომელია, იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში, იქიდან მოხდა მისი გადაყვანა სიმპტომების დაწყების მერე და დაუდასტურდა კორონავირუსი. კონტაქტები ყველა მოკვლეულია და მიმდინარეობს მათზე ზედამხედველობა, ვინც საჭირო იყო ჩაისვა თვითიზოლაციაში და გაეწიათ შესაბამისი რეკომენდაცია," - განაცხადა ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მაკა მამარდაშვილმა.

დღის ამბები