25 აპრილი 2024,   12:47
ვრცლად
დღის მანძილზე დამატებული 2 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია - ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კლინიკაში მოთავსებული 2 ახალი პაციენტის მდგომარეობა, ამ დროისთვის, მძიმე არ არის. როგორც მან აღნიშნა, პაციენტებს ჩაუტარდათ გაფართოებული კვლევები და მათ მდგომარეობაზე მყარი დასკვნის გაკეთება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"ჩვენს ცენტრში, დღის განმავლობაში 2 დადასტურებული COVID 19 შემოგვემატა. ეს ორივე დადასტურებული არის არსებული შემთხვევების კონტაქტები, ანუ ახალი წყარო არ არის. ჯერ ჯერობით, ამ პაციენტების მდგომარეობა არ არის მძიმე. ჩატარდება გაფართოებული კვლევები და მონაცემების შეფასებითა და შეჯერებით გადაწყდება მათი ზოგადი მდგომარეობის სიმძიმე. თუ პნევმონია იქნება, რა სიმძაფრის იქნება, თუ არა - რა სიტუაცია იქნება,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, რამდენიმე ინფიცირებული პაციენტის პირველ ეტაპზე კვლევამ უარყოფითი შედეგი აჩვენა. როგორც ეზუგბაია ამბობს, 24 საათიანი ინტერვალით ჩატარებული განმეორებითი ტესტი თუ ისევ უარყოფით შედეგებს აჩვენებს, პაციენტები გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებიან. 

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1 შესაძლო შემთხვევაა, რომლის პასუხიც დღის ბოლოს გახდება ცნობილი. 

დღის ამბები