24 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
რუსეთი და თურქეთი უკვე COVID-19-ის ათეულში არიან - რეგიონის ქვეყნებში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

კოვიდინფექციის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება რეგიონის ქვეყნებში. ბოლო 24 საათში თურქეთში COVID-19-ით გარდაცვალების 119 და ინფიცირების 4 600-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა. რუსეთში კი ვირუსი დღე-ღამეში 5 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა. საერთო ჯამში 456 ადამიანია გარდაცვლილი, მათ შორისაა მართლმადიდებელი სასულიერო პირი. 24-მდეა გაზრდილი ლეტალობის მაჩვენებელი სომხეთში, აზერბაიჯანში კი ვირუსს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  რუსეთი და თურქეთი  უკვე COVID-19-ის ათეულში არიან, თურქეთი 95 000-ზე მეტი, ხოლო რუსეთი 52 000-ზე მეტი ინფიცირებულით.

დღის ამბები