19 აპრილი 2024,   12:32
ვრცლად
თქვენც ფიქრობთ, რომ კვლევა სჭირდება, ერთი კოვზის გამოყენება იწვევს თუ არა დაინფიცირებას?! - ოთარ კახიძე პრეზიდენტს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ პარლამენტის საგანგებო სესიის დროს სიტყვის გამოსვლისას უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სხდომას ჯანდაცვის მინისტრი არ დაესწრო. ოთარ კახიძემ აღნიშნა, რომ მას ზიარების რიტუალთან დაკავშირებით მინისტრის კომენტარის გამო კითხვები ჰქონდა. 

"როდესაც ასეთ საკითხზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება, რომ აქ არ იყოს ჯანდაცვის მინისტრი, რომელმაც თქვა, ერთი კოვზის გამოყენება რელიგიურ რიტუალში იწვევს თუ არა დაინფიცირებას, კვლევა ჭირდებაო?!ბატონო ლადო, თქვენ ექიმი ბრძანდებით, ეთანხმებით ჯანდაცვის მინისტრს, რომ კვლევას საჭიროებსო, ათასობით ადამიანის მიერ ერთი კოვზის გამოყენება იწვევს თუ არა დაინფიცირებასო?! რომ დავუსვა ეს კითხვა, მართლა ასე ფიქრობს თუ არა, ეს პოპულიზმი იქნება? თქვენ გინდათ გკითხოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენც ასე ფიქრობთ?"-განაცხადა ოთარ კახიძემ.

დღის ამბები