19 აპრილი 2024,   03:36
ვრცლად
5 გარდაცვლილი და 416 დაინფიცირებული - როგორ ებრძვის საქართველო კორონავირუსს და რა გეგმები აქვს ჯანდაცვის სისტემას

საქართველოში კოვიდ-19-ით მეხუთე პაციენტი გარდაიცვალა. 68 წლის კაცი ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა . 

გართულებული სიმპტომების გარდა, რომელიც, ძირითად, ქრონიკული დაავადების მქონე პირებში ვლინდება, კორონავირუსის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია სიცხე, მშრალი ხველა და დაღლილობა. ნაკლებად ხშირია თავისა და ყელის ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა და ცხვირის შეშუპება. 

ვირუსის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია. ფაქტია ის, რომ კორონავირუსი ხანგრძლივი ინფექციაა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა შინ მკურნალობის პროტოკოლიც, რომლის თანახმადაც, კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ოჯახის ექიმებს და თავად პაციენტებს დაეკისრათ.

საქართველოში არის კორონავირუსით ინფიცირებული უკვე ისეთი პაციენტიც, რომელიც სახლში პირობებში მკურნალობს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა

საზოგადოებას COVID-19-თან და გარკვეული შეზღუდვებით ერთად ცხოვრება, შესაძლოა, კიდევ 1 წლით მოუხდეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ , რომ საქართველო მუდმივად ასეთ რეჟიმში ვერ იქნება, გარკვეული შეზღუდვები მოიხსნება ნელ-ნელა ეპიდსიტუაციის შესაბამისად , თუმცა მიუხედავად ამისა, მოქალაქეებს დროებით მოუწევთ გარკვეულ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე უარის თქმა, რაც მოიცავს საოჯახო, თუ მეგობრულ თავყრილობებს.

დღის ამბები