24 აპრილი 2024,   16:50
ვრცლად
ეს ნათელი დემონსტრირებაა ევროკავშირის სოლიდარობისა მთავარი პარტნიორის მიმართ ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს - ჰარცელი საქართველოზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილში წერს იმ ფინანსური დახმარებების შესახებ, რაც ევროკომისიამ საქართველოს კორონავირუსისგან მიყენებულ ზარალთან გასამკლავებლად გამოუყო. როგორც ჰარცელი წერილში წერს, ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლოს ათი ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის 3 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა.

"დღეს ევროკომისია ევროკავშირის გაფართოების კანდიდატი და სამეზობლოს ათი ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, კორონავირუსისგან მიყენებულ ზარალთან გასამკლავებლად, 3 მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა. სიამაყით მინდა გადმოგცეთ, რომ ევროკომისიამ გამოაცხადა მესამე პაკეტის შესახებ – 150 მილიონი ევროს ოდენობის სესხის სახით, ძალზე ხელსაყრელი პირობებით, რომ საქართველოს გადაუდებელი საფინანსო საჭიროებების დაფარვაში დაეხმაროს," - წერს ჰარცელი.

როგორც დიპლომატი წერილში აღნიშნავს, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტი, მიზნად ისახავს ისეთი სივრცის შექმნას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რესურსების მიმართვა საქართველოს მოქალაქეების დასაცავად და პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკური შედეგების შესამსუბუქებლად.

"ეს უპრეცედენტო დახმარება, რომელიც საქართველოსთვის კორონავირუსის პანდემიისა და მისი სოციალური და ეკონომიკური შედეგების დასაძლევად გამოიყო, საფუძვლიანია და მიზნობრივი. ეს არის ნათელი დემონსტრირება ევროკავშირის და ევროპის გუნდის მთელი შემადგენლობის სოლიდარობისა მთავარი პარტნიორისა და მეგობრის მიმართ ამ უპრეცედენტო კრიზისის დროს," - აღნიშნავს ჰარცელი.



 

დღის ამბები