19 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას ფინანსური რესურსების მოძიებისკენ მოუწოდებს

"ახალი საქართველოს" ლიდერი ხელისუფლებას ფინანსური რესურსების მოძიებისკენ მოუწოდებს. გიორგი ვაშაძის თქმით, მას საუბარი სავალუტო ფონდის ცენტრალურ ოფისთან ჰქონდა, სადაც მთავარი ყურადღება შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების დახმარებაზე გამახვილდა.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მთავრობის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები ეფექტიანი არ არის. ის მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ამუშავების და საგანგებო მდგომარეობის მოხსნის ერთადერთი გზა მასობრივი ტესტირებაა.

"საუბარი გვქონდა ვაშინგტონში სავალუტო ფონდის ცენტრალურ ოფისთან. ვერანაირ ახსნას ვერ უძებნიან, რატომ წელავს ამდენი ხანი საქართველოს მთავრობა პროცესს და რატომ არ ეხმარება შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს.

ეკონომიკის ამუშავების, ამ შეზღუდვების, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის ერთადერთი გზა არის მასობრივი ტესტირება," - განაცხადა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები