19 აპრილი 2024,   11:48
ვრცლად
ევროპაში კორონავირუსით დაღუპულთა თითქმის ნახევარი მოხუცთა თავშესაფრებში ცხოვრობდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ინფორმაციით, კონტინენტზე კორონავირუსით დაღუპულთა თითქმის ნახევარი მოხუცთა თავშესაფრებში ცხოვრობდა. ამ დროისთვის ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის - 1 130 000-ზე მეტი შემთხვევაა ფიქსირდება. COVID-19-მა, საერთო ჯამში, ევროპაში 110 000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

"ჩვენ ხელთ არსებული გათვლებით, ევროპის რეგიონში იმ ადამიანების თითქმის ნახევარი, ვინც კორონავირუსით დაიღუპა, თავშესაფრებში ცხოვრობდა. ძალიან შემაშფოთებელი სურათია. ეს წარმოუდგენელი ადამიანური ტრაგედიაა,"- აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ფილიალის ხელმძღვანელი ჰანს კლიუგე.

დღის ამბები