19 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის განვითარების საკითხები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა სიმონეტა სომარუგამ სატელეფონო საუბრისას კორონავირუსთან დაკავშირებით შვეიცარიისა და საქართველოში შექმნილი მდგომარეობა და ვირუსის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები განიხილეს - ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს კორონავირუსის გავრცელების პიკის შემდგომი გეგმები გააცნო, რომელიც ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნითა და შემზღუდველი ზომების მოხსნით გზით განხორციელდება.
 
საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობისა და ბორდერიზაციის შესახებ ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იმ პერიოდში, როცა მსოფლიოში პანდემიის გამო საერთაშორისო კრიზისია შექმნილი, მნიშვნელოვანია ვითარების დეესკალაცია.
 
შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ტერიტირიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა.
 
პრეზიდენტებმა პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის განვითარების საკითხებზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ შვეიცარია საქართველოს მსგავსად პატარა ქვეყანაა, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია ტურიზმზე.

დღის ამბები