საფრანგეთი იმ მედიკამენტების რეზერვის შექმნას ცდილობს, რომელიც შესაძლოა კორონავირუსის მკურნალობის დროს ეფექტური იყოს.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცებისათვის პრეპარატი "ქლოროქინი" შეიძინა.
თუმცა, უწყებაში განმარტავენ, რომ ამ რეზერვს მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ რეალურად დამტკიცდება, რომ "ქლოროქინი" კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტურია. ვირუსით საფრანგეთში ბოლო 24 საათში 389 ადამიანი გარდაიცვალა.