24 აპრილი 2024,   12:00
ვრცლად
გვაქვს შემთხვევების მატება იქ, სადაც რეკომენდაციები არ იყო დაცული, ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლასა - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა მატება რეკომენდაციების შეუსრულებლობამ გამოიწვია.

პაატა იმნაძის განცხადებით, შემთხვევების მატება იქ ფიქსირდება, სადაც დღესასწაულების გამო სუფრა გაშალეს და საფლავებზეც გავიდნენ.

"სამწუხაროდ ის, რომ გვაქვს ასეთი შემთხვევების მატება და გვაქვს შემთხვევების მატება იქ, სადაც ჩვენი ინფორმაციით, არ იყო ერთი კვირის, 10 დღის წინ დაცული რეკომენდაციები. ჩემი ინფორმაციით, მათ შორის ადგილი ჰქონდა საფლავებზე გასვლასაც და დღესასწაულების აღნიშვნას," - აღნიშნა პაატა იმნაძემ.    

დღის ამბები