20 აპრილი 2024,   08:47
ვრცლად
პოლიციამ ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი დააკავა

დაკავებულია ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დაიწყო.

სასულიერო პირის დაკავება უკავშირდება რამდენიმე დღის წინ მომხდარ შეიარაღებულ დაპირისპირებას.

გავრცელებული ინფორმაციით, რომელსაც თავად სასულიერო პირები არ ადასტურებდნენ, დაკავებულმა მღვდელმა ყინწვისის კეთილგონიერ ავაზაკთა სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი საბა ჟღენტი იარაღით დაჭრა. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც.

დღის ამბები