20 აპრილი 2024,   10:47
ვრცლად
რას წერს გამოძიება ბრალის დადგენილებაში, რომელსაც ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს წაუყენებენ - "კურიერმა" დოკუმენტი მოიპოვა

რამდენიმე წუთში გორის რაიონულ სასამართლოში მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებული სასულიერო პირის პროცესი დაიწყება. "კურიერმა" მოიპოვა დოკუმენტი, რას წერს გამოძიება ბრალის დადგენილებაში, როგორ აღწერს 20 აპრილის ინცინდენტს, რა დროსაც გამოძიების ინფორმაციით, სასულიერო პირმა მეორე მღვდელს ავტომატიდან 10-ჯერ ესროლა.

"2020 წლის 20 აპრილს, დღის საათებში, ყინწვისის მამათა მონასტერში, კობა კობაიძეს შელაპარაკება მოუვიდა ამავე მონასტერში სუფრად მყოფ - საბა ჟღენტთან. განაწყენებულმა კობა კობაიძემ გადაწყვიტა საბა ჟღენტის მოკვლა. იმავე დღეს, საღამოს საათებში კობაიძე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით მივიდა სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვინაიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ სწორედ იქ უნდა გაევლო საბა ჟღენტს ავტომანქანით. კობა კაობაიძე ჩაუსაფრდა ცეცხლსასროლი იარაღით მომარჯვებული და დაელოდა საბა ჟღენტის გამოჩენას. დაახლოებით 18 საათზე აღნიშნულ ადგილას გამოჩნდა საბა ჟღენტის ავტომანქანა. კობა კობაიძემ, შურისძიების მოტივით, მკვლელობის განზრახვით, ავტომატიდან დაახლოებით 10-ჯერ ესროლა საბა ჟღენტს. თუმცა მისი მოკვლა ვერ შეძლო, რადგან საბა ჟღენტი ავტომობილით შემთხვევის ადგილს გაერიდა,"- აღნიშნულია დოკუმენტში. 

მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს შეუფარდებს თუ არა, წინასწარ აღმკვეთ ღონისძიებას ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს. გამოძიება ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით ედავება.

დღის ამბები