23 აპრილი 2024,   11:55
ვრცლად
გორში სამხედრო ჰოსპიტლის ექთნის "კლასტერი" გაჩნდა - მუნიციპალიტეტში COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

COVID-19-ის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა გორის მუნიციპალიტეტში, მათ შორის 2 მცირეწლოვანია,

შიდა ქართლის მხარის რწმუნებლის გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, ინფიცირებული ყველა ახალი პაციენტი სამხედრო ჰოსპიტალის ექთნის ოჯახის წევრია.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში უმცროს მედდას გეგმიური PCR ტესტირებისას კორონავირუსი დაუდასტურდა. დაინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისიდან არის. მას კონტაქტი ჰქონდა ძმის ოჯახთანაც, რომელიც კარალეთში ცხოვრობს. ოჯახები ამჟამად თვითიზოლაციაში არიან.

ამ წუთებში ინფიცირებული ქალის საცხოვრებელთან  ეპიდემიოლოგები იმყოფებიან. სავარაუდოდ ისინი ორი ოჯახის წევრებისგან აიღებენ ნიმუშებს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი გაფართოვდება თუ არა კონტაქტების წრე.

მედიასთან კომენატარი გაკეთება არ ისურვეს ინფიცირებული ქალის მეუღლის ოჯახის წევრებმა, რომელიც მის მეზობლად ცხოვრობენ.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში განმარტავენ, რომ ექთანს ჰოსპიტალის მედპერსონალთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, მიუხედავად ამისა კორონავირუსზე ყველა შემოწმდა, პასუხები უარყოფითია.

დღის ამბები