19 აპრილი 2024,   00:05
ვრცლად
მეოთხე დღეა გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია

გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1,478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

უკვე ზედიზედ მეოთხე დღეა, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მზარდია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 173 ინფიცირებული გარდაიცვალა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 6 288-მდე გაიზარდა.

ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 160,000 შემთხვევა, თუმცა ამავე დროს პაციენტების 75% უკვე განკურნებულია.

დღის ამბები