19 აპრილი 2024,   01:31
ვრცლად
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეული 29 პირის პასუხები COVID უარყოფითია

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეული ყველა პირის პასუხი COVID უარყოფითია. კლინიკაში დღეს 29 მოქალაქის, მათ შორის 13 მედპერსონალის ანალიზი შეამოწმეს და ყველა პაციენტზე პასუხი უარყოფითია.

"ყველაზე მეტი იყო რუხის საავადმყოფოდან, კლინიკა "ენელაიდან" და სენაკისა და ხობის ცხელების ცენტრებიდან. ჩვენს ლაბორატორიაში ამ წუთის მონაცემებით უკვე გამოკვლეულია ასამდე ადამიანი" - აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელმა ლელა ქაჯაიამ.

მომდევნო ეტაპზე ზუგდიდში კორონავირუსზე ჯარისკაცებისა და ჟურნალისტების გამოკვლევაც იგეგმება. რეგიონში ამ დროისთვის არცერთი ინფიცირებული აღარ მკურნალობს.

დღის ამბები