23 აპრილი 2024,   16:19
ვრცლად
მარნეულში მედპერსონალის ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

მედპერსონალის ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა ამჯერად მარნეულში დაფიქსირდა. კორონავირუსი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მენეჯერს დაუდასტურდა.

რეგიონში ეს უკვე მეჩვიდმეტე შემთხვევაა. მათგან 9 გამოჯანმრთელებულია, თუმცა არ არის გამორიცხული, მუნიციპალიტეტში ეპიდვითარება შეიცვალოს, რადგან ინფიცირებულთან შეხება მის თანამშრომლებს ჰქონდათ.

"კორონავირუსით არის დაავადებული სასწრაფოს თანამშრომელი, ეს დაკავშირებულია თეთრიწყაროს კლასტერთან, ამ რეგიონის ერთი თანამშრომელი მუშაობდა სასწრაფოში. ამჟამად რაიონში 5 ბრიგადაა, ყველა მათგანს ჩაუტარდება ტესტირება და მოვიკვლევთ ყველა კონტაქტს,"- განაცხადა მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ.

მარნეულში ექიმების მასობრივი ტესტირება იწყება. ადგილზე ეპიდემიოლოგებს ელოდებიან. 

"COVID-19-ით მარნეულის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მენეჯერი დაინფიცირდა. ახლა მიმდინარეობს კონტაქტების გამოვლენა და როგორც ვიცი, ყველა იმ პიროვნებას ჩაუტარდება ანალიზი, ვინც დაკავშირებულია აღნიშნულ კონტაქტთან,"- აცხადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი

საერთო ჯამში, ქვეყანაში სასწრაფოს 25 თანამშრომელია ინფიცირებული.

დღის ამბები