25 აპრილი 2024,   12:29
ვრცლად
კომპანიებმა მუშაობის გასაახლებლად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით ყველა შემოწმება უნდა გაიარონ 

კომპანიებმა მუშაობის გასაახლებლად, ჯერ ყველა შემოწმება უნდა გაიარონ. მთავრობის მიერ დაანონსებული ეკონომიკის გახსნის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო. ჯანდაცვის უწყება ბიზნესსექტორს მოუწოდებს, დროულად გაეცნონ ეტაპებს, რეკომენდაციებს და გააკეთონ განაცხადი შემოწმებაზე. სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაცია 29 აპრილიდან დაწყებულია.

"ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბიზნესსექტორი პირველ რიგში აუცილებელია გაეცნოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებს. დარწმუნდეს, რომ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიაროს რეგისტრაცია ვებ-პორტალზე," - განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამილა ბარკალაიამ

დღის ამბები