20 აპრილი 2024,   01:06
ვრცლად
მორიგი წერილი უკრაინაში და მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს - 15 ხელმომწერს შორის "ევროპული საქართველო" არ არის 

წერილი უკრაინაში 15 ხელმომწერითა და პარტნიორი სახელმწიფოსადმი მოწოდებით დღეს გაიგზავნა.

ოპოზიციური პარტიები ვოლოდიმირ ზელენსკის, რადას დეპუტატებსა და მოქალაქეებს წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეფორმატორი ლიდერია, მასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების შეფასებები ანტისახელმწიფოებრივი, ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნა კი პოლიტიკურად მოტივირებული. მიმართვაში იმასაც წერენ, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნით ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაუმჯობესდება.

მიმართვას პოლიტიკურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობა მალევე მოჰყვა. მაგალითად, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჩათვალა, რომ წერილში აქცენტები არასწორად დაისვა. 

უკრაინაში გაგზავნილი მიმართვა კიდევ ერთი მიზეზი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას ოპონენტები დესტრუქციულ ქმედებებში კიდევ ერთხელ დაედანაშაულებინა. როგორც "ქართულ ოცნებაში" აღნიშნავენ, მიხეილ სააკაშვილის უკრაინულმა პოლიტიკურმა მომავალმა შესაძლოა ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობები დაძაბოს. 

ვიდრე ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დავობენ, ირკვევა, რომ უკრაინული მხარის გეგმები იცვლება. როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად დანიშვნა დღის წესრიგიდან მოიხსნა. უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დღეს ამბობს, რომ სააკაშვილთან კიევი თანამშრომლობას მაინც სხვა ფორმატში გეგმავს.

ოპოზიციის წერილამდე იყო პარლამენტის თავმჯდომარის წერილი და აღმასრულებელი ხელისუფლების განცხადებები მინიშნებებით, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ თანამდებობაზე დანიშვნით უკრაინულ მხარესთან ურთიერთობები გადაიხედებოდა

 

დღის ამბები