20 აპრილი 2024,   10:48
ვრცლად
ეჭვი მაქვს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებსაც აქვს ადგილი - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლნისის სოფელ მუშევანში კორონავირუსით ინფიცირებული პირები, განმეორებით კვლევას ითხოვდნენ, რაც დაუშვებელია - ამის შესახებ მან, მარნეულის მერიაში დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებისა და რეგიონის ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ რეგიონში ჯანდაცვის მიმართულებით ვერტიკალი უნდა გაძლიერდეს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს, ეჭვი აქვს, რომ სოფელ მუშევანში პოლიტიკურ პროცესებს აქვს ადგილი, რადგან ითხოვენ  განმეორებით კვლევებს, რაც დაუშვებელია. 

"ეჭვი მაქვს, მუშევანში ცოტა პოლიტიკურ პროცესებს აქვს ადგილი. ითხოვენ განმეორებით კვლევებს და ეს დაუშვებელია. განმეორებითი კვლევები მათ ჩაუტარდებათ ოთხი დღის შემდეგ, რვა დღის შემდეგ მკურნალობის პროცესში. ახლა ჩვენ, რომ დავყვეთ მათ მოთხოვნებს და განმეორებით კვლევებზე წავიდეთ, მთელი ეს ხალხი, 140 კაცი განმეორებით კვლევას მოითხოვს. პროტოკოლით, განმეორებითი კვლევა არის სამი დღის შემდეგ, ოთხი დღის შემდეგ და ასევე, გამოჯანმრთელების შემდეგ,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ბოლნისის სოფელ მუშევანში გუშინ ინციდენტი მოხდა. კორონავირუსით ინფიცირებული ათი ადამიანი კლინიკაში გადასვლაზე უარს აცხადებდა, თუმცა დღეს, მოლაპარაკების შედეგად, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღის ამბები