19 აპრილი 2024,   20:54
ვრცლად
კახეთში ინფიცირებულ ექიმთან კონტაქტში მყოფი მედიკოსების გამოკვლევა გრძელდება

ყვარელში უსაფრთხოების ზომების გამკაცრება ამ ეტაპზე არ იგეგმება. იმ პირთა ნაწილს, რომლებსაც ინფიცირებულ ექიმთან კონტაქტი ჰქონდათ, ჯერჯერობით კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.

გამოკვლეულია 147-იდან 62 პირი, დანარჩენ 85 მოქალაქეს ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდება. მათ შორის არიან ექიმის ოჯახის წევრები, თანამშრომლები და პაციენტები. ვისგან გადაედო ექიმს ვირუსი, ამის დადგენა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

"62 ტესტირება, რაც ჩატარდა, 4 იყო მედიკოსის ოჯახის წევრების და დანარჩენი ყველა იყო მედიკოსების. დღეს დასრულდება აბსოლუტურად ყველა მედიკოსის გამოკვლევა, რომელიც ინფიცირებულ ქალბატონთან კონტაქტშია.

დანარჩენ საყოფაცხოვრებო და პაციენტების კონტაქტების დადგენა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ყველასთან გუშინ გვქონდა კომუნიკაცია, ყველა პაციენტთან, რომელთანაც ეს ქალბატონი იმყოფებოდა, დღეს უფრო ჩაღრმავებულ კვლევაზე მივდივართ და საჭიროების შემთხვევაში ნიმუშებსაც ავიღებთ," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი.

დღის ამბები