16 აპრილი 2024,   19:09
ვრცლად
წლევანდელი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს - კარლ ჰარცელი

3 მაისს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გაავრცელა.

"ვირუსზე სწრაფად დღეს დეზინფორმაცია და ყალბი ამბები ვრცელდება, ამიტომ წლევანდელი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღნიშვნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ჟურნალისტები, პროდიუსერები, მკვლევარები, ფოტოგრაფები და მედიის სხვა პროფესიონალები ბრძოლის წინა ხაზზე არიან და გვაწვდიან ინფორმაციას იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დამოკიდებულნი მათ საქმიანობაზე," - წერს კარლ ჰარცელი.

დღის ამბები