18 აპრილი 2024,   06:43
ვრცლად
ისრაელის უზენაესი სასამართლო ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ საქმეს განიხილავს

ისრაელის უზენაესი სასამართლო ამ წუთებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ბრალდების საქმეს განიხილავს. პეტიციის ავტორთა განცხადებით, ნეთანიაჰუ კრიმინალია და მას ისრაელის მთავრობის შემადგენლობაში ყოფნის უფლება არ აქვს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმდინარე წლის დასაწყისში ბრალი ქრთამის აღებაში და თაღლითობაში დასდეს. ამჯერად უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, აქვს თუ არა პრემიერს სამთავრობო გუნდის ცვლილების უფლება, როცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდებაა წაყენებული.

მიუხედავად ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო სიტუაციისა, მოსახლეობა სასამართლოსთან არის შეკრებილი და იმედს გამოთქვამენ, რომ ისრაელის ამჟამინდელ პრემიერს უზენაესი სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს.

დღის ამბები