23 აპრილი 2024,   21:41
ვრცლად
თეთრიწყაროს კლასტერი გაფართოვდა - კორონავირუსი 70 წლამდე ქალს დაუდგინდა

თეთრიწყაროში ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. კორონავირუსი 70 წლამდე ქალს დაუდგინდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. პაციენტი სამკურნალოდ თბილისშია გადმოყვანილი.

"ეს არის ექიმების კლასტერიდან 70 წლის ქალბატონი. შემთხვევა გუშინ ღამით დაფიქსირდა. მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ასაკი ორგანიზმის ცვეთაზე ნამდვილად მეტყველებს," - განაცხადა "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელიამ.

ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში უკვე 35 ნიმუშია გადაგზავნილი, საიდანაც ორი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

"35 ნიმუშია ლუგარში გაგზავნილი. ორი ფაქტი დაემატა დადასტურებულად კონტაქტებიც უკვე დადგენილია. ასევე ერთი ფაქტი იყო სოფელ გეტაში. რუსთავში ჯამურად არის სულ 9, ხოლო მარნეულში სულ 22 ფაქტი,"- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

დღის ამბები