18 აპრილი 2024,   20:53
ვრცლად
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის მოქმედება 31 მაისამდე გაახანგრძლივა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ საგანგებო მდგომარეობის მოქმედება 31 მაისამდე გაახანგრძლივა. იაპონიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს, მაგრამ კლების ტემპი საკმარისად სწრაფი არ არის.

ქვეყენაში ბოლო 24 საათის განმავლობაში დღეში COVID-19-ით ინფიცირების 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 91 მხოლოდ ქვეყნის დედაქალაქ ტოკიოში. იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობამ 16 ათასს მიაღწია.

"საჭიროა ინფიცირების შემთხვევების შემცირებული დინამიკა შევინარჩუნოთ. ჩვენ ვიმსჯელეთ და საგანგებო მდგომარეობის 1 თვით გადავადების გადაწყვეტილება მივიღეთ. დეტალურ გეგმას, თუ როგორ მოვახდინოთ ვირუსის პრევენცია, ექსპერტებთან ერთად მსჯელობის შემდეგ მომავალ 2 კვირაში წარმოვადგენთ," - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ.

დღის ამბები