20 აპრილი 2024,   12:24
ვრცლად
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფო დახმარების ექიმი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებული სასწრაფო დახმარების ექიმი ალექსანადრე შულეპოვი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადავარდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი ვორონეჟის ოლქში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის მამაკაცი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

ექიმმა ალექსანადრე შულეპოვმა თავის კოლეგა ალექსანდრე კოსიაკინთან ერთად ვიდეო ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ თავად კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა მუშაობის გაგრძელებას აიძულებენ.

ასევე კოსიაკინი აცხადებდა, რომ ექიმებს დამცავი ტანსაცმლით არ უზრუნველყოფდნენ და კორონავირუსზე ტესტირებას არ უკეთებდნენ.

ჯანდაცვის ადგილობრივ დეპარტამენტში ამ განცხადებებს სიყალბე უწოდეს.

რუსული მედია წერს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის დროს ფანჯრიდან უკვე მესამე ექიმი გადავარდა.

დღის ამბები