19 აპრილი 2024,   22:37
ვრცლად
ხელისუფლება იყენებს მართლმსაჯულებას ოპონენტების დევნისთვის - ანა ნაცვლიშვილი

"ლელოს" ლიდერები პროკურატურასა და სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა/არჩევის პროცესი და კითხვის ნიშნები ზოგადად სასამართლო სისტემის მიმართ, - Freedom House-ის ამ მთავარი აქცენტებით კმაყოფილი არიან მამუკა ხაზარაძის გუნდისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

"საქართველო არ იმართება კანონის საფუზველზე და სასამრთლო ხელისუფლება მიტაცებული აქვს პოლიტიკურ ინტერესებს. ხელისუფლება იყენებს მართლმსაჯულებას ოპონენტების სადევნელად," - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ანა ნაცვლიშვილმა. 

"თავისუფალი დემოკრატების" აღმასრულებელი მდივანის, ლევან სამუშიას განმარტებით კი, დოკუმენტში ნახსენებია, რომ საქართველში სასამართლოს კლანურ მმართველობით მოქმედებს და დისფუქციურია.

ოპოზიციის განცხადებით, ორგანიზაციის შეფასებამ გამოაჩინა, რომ კოვიდეპიდემიისს მიუხედავად, პოლიტიკური თემები დავიწყებული არ არის. ლიდერების თქმით, პოლიტიკურ დღისწესრიგში გადადგმულ არასწორ ნაბიჯებს ხელისუფლებისთვის მძიმე ფასი ექნება.

ორგანიზაცია იმ ხარვეზებზე წერს, რომლიც ბოლო თვეების საქმეების განხილვის დროს სასამართლო სისტემაში გამოიკვეთა. მათ შორის, ავტორები მიუთითებენ საფრთხეზე, რომ შესაძლოა, მართლმსაჯულება გამოიყენონ პოლიტიკური ბრძოლისთვის. მაგალითად მოყვანილია "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საქმე. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ხაზარაძეს ბრალი მას შემდეგ წაუყენეს რაც მან საკუთარი პოლიტიკური მოძრაობის დაარსების შესახებ განაცხადი გააკეთა.

დღის ამბები