20 აპრილი 2024,   03:42
ვრცლად
პლასტიკური ბარათების ხშირმა მოხმარებამ კიბერთაღლითობების რისკი გაზარდა - რა სქემებს იყენებენ მოქალაქეების თანხის მისათვისებლად

კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანიებმა ონლაინსივრცეში გადაინაცვლეს. აქტიური ონლაინმუშაობისა და კომერციის ფონზე კი კიდევ უფრო გაიზარდა რისკი, რომ მომხმარებელი კიბერთაღლითობის მსხვერპლი გახდეს.

კიბერთაღლითები თანხის მითვისების რამდენიმე სქემას იყენებენ.

კიბერანალიტიკოსები კიდევ ერთ რისკზე მიუთითებენ. მოქალაქეებს აფრთხილებენ, საბანკო ოპერაციებისას არ გამოიყენონ ინტერნეტის ღია არხები.

საქართველო კიბერთაღლითების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანამ დისტანციური არხების განვითარება დაიწყო. საბანკო ასოციაციაში ამბობენ, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე პლასტიკური ბარათების გაცილებით აქტიურმა გამოყენებამ საფრთხე უფრო გაზარდა.

თაღლითები იყენებენ სატელეფონო ქსელებსაც. კომპანია "მაგთიმ" მომხმარებლები უკვე გააფრთხილა, რომ არაკეთილსინდისიერი პირები რამდენიმე სქემით მოქმედებენ. მომხმარებლები შეტყობინებას იღებენ ვებგვერდის მითითებით, სადაც გადასვლის შემდგომ საბანკო მონაცემების შეყვანას სთხოვენ. აბონენტებთან ფიქსირდება გამოტოვებული საერთაშორისო ზარებიც. გადარეკვის შემთხვევაში კი ანგარიშიდან თანხა ჩამოგეჭრებათ.

საკომუნიკაციო სისტემების თაღლითობისათვის გამოყენება ახალი არაა. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეს სქემა, სავარაუდოდ, უფრო დიდ მასშტაბს შეიძენს, რადგან ნაღდი ფული პლასტიკურმა ბარათმა ჩაანაცვლა, სავაჭრო ობიექტი კი ონლაინმაღაზიამ.

 

 

დღის ამბები