19 აპრილი 2024,   19:22
ვრცლად
როგორ უნდა მიიღონ ხელისუფლებისგან დახმარება თვითდასაქმებულებმა - ექსპერტთა რეკომედნაციები

როგორ მიიღოს დახმარება თვითდასაქმებულთა იმ ნაწილმა, რომელმაც ვერც ფინანსური შემოსავლები დაასაბუთა და ვერც იურიდიული პირებისგან იღებს შესაბამისა რეკომენდაციას?!

ახალგაზრდა ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარე გამოსავალს დაწესებული შეზღუდვების გამარტივებაში ხედავს.  უფრო კონკრეტულად, პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ რეგულაციების შემსუბუქების შემთხვევაში, თვითდასაქმებულთა სეგმენტი საკუთარ სამუშაო პროცესს განაახლებს და შემოსავლის წყაროც გაუჩნდება.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება ამ სეგმენტის თვითდასაქმებულებმაც უნდა მიიღონ. ანალიტიკოს გიორგი პაპავას აზრით, გარკვეული ფინანსური დოკუმენტაცია და რეკომენდაცია ასეთ შემთხვევებში დახმარების ბარიერი არ უნდა იყოს.

ერთჯერადი დახმარება ყველას, ვინც არ მუშაობს საჯარო სექტორში და ვისი შემოსავალიც წელიწადში 40 000-ს არ აღემატება - ეს ეკონომისტ ირაკლი ყიფიანის რეკომენდაციიაა.

დარგის ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ფორმით შესაძლოა იმ მოქალაქეებმაც ისარგებლონ, ვისაც ამ თანხის საჭიროება არ აქვს, თუმცა დახმარების გარეშე არ დარჩება არც ერთი ის მოქალაქე, ვისაც თანხა ყველაზე მეტად სჭირდება.

შეღავათიანი აგროკრედიტის ლიმიტის გაზრდასა და სტარტაპების დაბალი პროცენტით დაფინანსებაში ხედავს გამოსავალს თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი. ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, თვითდასაქმებულთა დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. შესაბამისად, ერთჯერად დახმარებაზე ეფექტური მათთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების მიცემა იქნება.

ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმა 24 აპრილს წარმოადგინა. საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, პროექტის კორექტირება სამუშაო პროცესშიც შესაძლებელია. ამ დროისთვის, არაფორმალურ სექტორში მომუშავე და თვითდასაქმებული მოქალაქეების დასახმარებლად სულ 75 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

დღის ამბები