19 აპრილი 2024,   11:18
ვრცლად
ქართველ სამხედროებს ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის უმაღლესი ხარისხის ახალი უნიფორმა და ფეხსაცმელი აქვთ

ქართველ სამხედროებს ნატოს წამყვანი ქვეყნების სტანდარტის უმაღლესი ხარისხის ახალი უნიფორმა და ფეხსაცმელი აქვთ.

თავდაცვის ძალების 29 წლიანი ისტორიის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამხედროები "ლოვას" და "ჰაიქსის" მიერ დამზადებული ზამთრის და ზაფხულის სამხედრო ფეხსაცმლით არიან უზრუნველყოფილი.

ასევე სიახლეა მაღალი ხარისხის ქსოვილისგან დამზადებული  უნიფორმაც. მსოფლიო ბაზრის ლიდერი კომპანიების მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის სამხედრო ფეხსაცმელი დამზადებულია მხოლოდ ევროპული ნედლეულით, ინოვაციური და მაღალი ტექნოლოგიების მქონე გერმანულ საწარმოებში და აღჭურვილია მაღალი ხარისხის გორტექსის მასალით, რაც უზრუნველყოფს მის მდგრადობას.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით,  საქართველოს ისტორიაში არასოდეს ამ ხარისხის არც ფორმა და არც ფეხსაცმელი სამხედრო მოსამსახურეებს არ ცმიათ.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კი აღნიშნავს, რომ ახალი ფორმები ნატოს სტანდარტების შესაბამისია. 

"ფორმები არის ნატოს სტანდარტების შესაბამისი. ეს არის უწყვეტი პროცესი, რომელიც გაგრძელდება. ჩვენ დღეს გვყავს ყველაზე მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, რომელმაც არაერთხელ გამოიჩინა საკუთარი პროფესიონალიზმით თავი. ეს ყველაფერი გვაკისრებს ვალდებულებას, რომ ვიზრუნოთ ჩვენს ჯარზე,"- აცხადებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. 
 

დღის ამბები